Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ახლა შენ თვითონ დაკიდე დროშა, გოგია წულაია! - პრეზიდენტმა ქუთაისელ პოლიტიკოსს დროშა გადასცა
ambebi.ge
14 January 2018, 20:20
სახელმწიფო დროშის დღეს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ექიმებმა დროშა აღმართეს. სახელმწიფო ჰიმნი კი, ანსამბლმა "ქუთაისი" შეასრულა.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

ქუთაისში პრეზიდენტმა ცერემონიის მონაწილეებს, მედპერსონალსა და პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელს გოგი წულაიას სახელმწიფო დროშები და "დროშის აღმართვის წესის შესახებ" სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილი ფლაერები პირადად გადასცა.

ვიდეო


"ახლა შენ დაკიდე, შენ თვითონ დაკიდე დროშა, გოგია წულაია!"- უთხრა პრეზიდენტმა "თავისუფალი საქართველოს" წევრს, რომელსაც საზოგადოება, უმეტესად, ფრაზით - "დროშა ვერ დაკიდენ" იცნობს.

სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა.
ცერემონია უჯარმაში, უჯარმის ციხეზე და მცხეთაში, ბებრის ციხეზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო დროშა მაშველებმა და სპორტსმენებმა აღმართეს.

საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია დღეს გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაშიც შედგა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა იუნკერებმა აღმართეს, სახელმწიფო ჰიმნი კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.

ნახეთ ვიდეო : დროშა ვერ დაკიდენ! You must have Flash Player installed in order to see this player.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი